თეა წულუკიანმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და სავარაუდოდ მომავალი მინისტრი დღეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა

შეხვედრაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ და ბალეტის ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა ოპერისა და ბალეტის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილე თეატრის თანამშრომლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავიანთი საქმიანობის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიარეს.

 

🇬🇪 🇪🇺 მთავარი არხის საგანგებო ეთერი რუსთაველის გამზირიდან | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი