ძალოვნები პოლიტიკაში - მარტო დარჩენილი გახარია რეგიონების გაკონტროლებას ცდილობს

გამოქვეყნდა:

ახალი სახელმწიფო რწმუნებულები, რომლებიც გიორგი გახარიამ დღეს დანიშნა, შიდადაპირისპირებას გამორიცხავენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ არიან "საჯარო მოხელეები, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანას".

აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია დაპირისპირებულია როგორც ირაკლი კობახიძესთან, ისე შს მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან და დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან.

ვახტანგ გომელაური კი შსს-ს გიორგი გახარიას კადრებისგან ათავისუფლებს. მარტო დარჩენილი პრემიერი კი ახლა თვითმმართველობის არჩევნების წინ, რეგიონების გაკონტროლებას ცდილობს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ ახალი გუბერნატორების დანიშვნას, რომლებსაც მეთვალყურეობას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, კოტე ანანიაშვილი გაუწევს.

ანანიაშვილი ახალ თანამდებობაზე გახარიამ დღეს დანიშნა.

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი