გახარიას გუბერნატორები - პრემიერი რეგიონებში პოზიციას საკუთარი კადრებით იმყარებს

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომებს ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ აღარ ესწრება. მიზეზი შიდა დაპირისპირებაა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის ე.წ სამართალმემკვიდრემ ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარია დაიბარა და აუდიენციაზე თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა.

თუმცა, გახარია რომ კობახიძის მორჩილებას და წასვლას არ აპირებს. მთავრობის მეთაურმა შსს-დან საკუთარი კადრები წამოიყვანა და პოლიციელებს პოლიტიკური თანამდებობები ჩააბარა.

შიდა ქართლში გუბერნატორად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა. მანამდე ის სამცხე-ჯავახეთის პოლიციაში მეორე პირი იყო. 

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პორტფელი გიორგი სახოკიას ჩაბარდა. ისიც, შსს-ში წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

გურიაში თანამდებობრივი ცვლილება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბუკნარში განვითარებულ პროცესებს ზურაბ ნასარაიამ თავი ვერ გაართვა და გიორგი გახარიას კრიტიკა დაიმსახურა.

სახელმწიფო რწმუნებულებს კი კონსტანტინე ანანიაშვილი გააკონტროლებს. ის აჭარის პოლიციას ხელმძღვანელობდა და გიორგი გახარიას კადრად ითვლება.

ანანიაშვილის ჩამმნაცვლებლად კი დეპარტამენტის მოქმედ მაღალჩინოსანს ირაკლი ჭედიშვილს და სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის უფროსს, ავთანდილ გალდავას განიხილავენ.

ოპოზიციაში ფიქრობენ რომ ქართული ოცნებაში დაწყებული პროცესი დაპირისპირების მხოლოდ მორიგი ეტაპია.

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი