0%-იანი ბარიერი - მორიგი სატყუარა "ოცნებისგან"

გამოქვეყნდა:

იაგო ხვიჩიამ დღეს ხმამაღლა დაადასტურა პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ის პარლამენტში შევა. სცენარი აქაც მოქალაქეების და ელისაშვილის სიტუაციის იდენტურია - ხელისუფლება ფორმალურ დათმობაზე მიდის, მცირე ოპოზიციური პარტია ამ დათმობას თავის გამარჯვებად ასაღებს და პარლამენტში შედის.

მორიგი სატყუარა ქართული ოცნებისგან ნულოვანი საარჩევნო ბარიერია. გირჩისთვის კი ეს დათმობა საკმარისი პირობაა იმისთვის ოპოზიციურ ერთობაზე უარი თქვას.

თავად ოპოზიციაში კი ამ პროცესს ისევ ირონიულად უყურებენ და მერყევ კოლეგებს ურჩევენ დროზე მიიღონ გადაწყვეტილება და შეუერთდნენ ერთპარტიულ პარლამენტს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი