დედას დაურეკეს ანერვიულეს და შეაშინეს შვილის მდგომარეობით - შსს დაჯარიმებებს განაგრძობს

გამოქვეყნდა:

შსს დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეების დაჯარიმებებს განაგრძობს. "ლელოს" წევრის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, მათი თანაგუნდელი ლუკა თევზაძე დააჯარიმეს. როგორც კუპრაძე წერს, თევზაძის დედას დაურეკეს და შვილის მდგომარეობით შეაშინეს.

ახლახანს Luka Tevzadze ც დააჯარიმეს და აქაც ოჯახის წევრს, დედას დაურეკეს და შეატყობინეს სამართალდაღვევის შესახებ! რა თქმა უნდა, ამით ანერვიულეს და შეაშინეს შვილის მდგომარეობით! სრული ფსკერი!

ეს არ არის ერთეული გადაცდომები, ეს არის სისტემური ამორალური ქცევა ქოცური შსს-ს მხრიდან. აუცილებლად მივმართავთ პერსონალურ მონაცემთა სახელმწიფო ინსპექტორს!" წერს ირაკლი კუპრაძე.

შეგახსენებთ, რომ 6-7 თებერვლის ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციის 8 მონაწილე გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის  2 000 - 2 000 ლარით დაჯარიმდა. ხოლო გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის განმეორების გამო 19 პირის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი