ენმ-ს წევრის, გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებლის, გიორგი ჩალაძის ინფორმაცით, საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის მხოლოდ 5%-სთვის დაუკვეთა ვაქცინა. ჩალაძე ინფორმაციას "ბლუმბერგზე" დაყრდნობით ავრცელებს:
რატომ,ფული არ გვაქვს? სად წავიდა 8 მილიარდი ლარი, პლუს?.. ქართულ-ჯიგრულ პონტში მილიონობით დახმარება მიიღო სახელმწიფომ, რაც არავინ არ იცის და ვერავინ დათვლის იმიტომ, რომ ეს იყო ჯიბიდან, ყოველგვარი ოფიციალური გადარიცხვების გარეშე დახმარებები სხვადასხვა ფორმით - პირბადეებით, ბენიზნით..." ამბობს ჩალაძე "ღამის მთავარში"
მას სხვადასხვა ქვეყნების მაგალითიც მოჰყავს და ირკვევა, რომ ხორვატიამ, ბულგარეთმა, ბელგიამ, ავსტრიამ თავის მოსახლეობის 183%-ით მეტი ვაქცინა დაარეზერვეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ვაქცინაცია მარტში დაიწყება. პირველ ეტაპზე საუბარია დაახლოებით 15 ათასამდე ექიმის აცრაზე ფაიზერის ვაქცინით, ამის შემდეგ კი ქვეყანაში სავარაუდოდ ასტრაზენეკას ვაქცინა შემოვა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა 21 იანვარს დაამტკიცა.