დღეს არ მითქვამს და თქვენი დახმარებით, მადლობას ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს - ზარქუა

გამოქვეყნდა:


"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის და მის უანგარო ქველმოქმედებაზე საუბრობს. ზარქუა ამტკიცებს, რომ ოლიგარქმა საქართველოში 9 მილიარდზე მეტი დახარჯა:

დიახ, კიდევ ერთხელ, დღეს არ მითქვამს და თქვენი დახმარებით, მადლობას ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ მან 2011-2012 წელს რეჟიმი ჩამოაცილა საქართველოს. მკვლელთა პარტია და მწვალებელთა პარტია ჩამოაცილა საქართველოს. მერე, თავისი ნებით, საერთოდ ჩამოშორდა პოლიტიკას და გვერდზე გავიდა. ადამიანს უანგაროდ 9 მილიარდ ლარზე მეტი აქვს ამ ქვეყანაზე დახარჯული. მათ შორის ცალკეული ინსტიტუციების თუ ეკლესიების მშენებლობაზე, ეს სხვა თემაა, მაგრამ ამ ადამიანს ნამდვილად ეკუთვნის მადლობა და ჩვენ ყოველთვის ვეტყვით მადლობას, არა პარტიული დამსახურების გამო, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა განსაცდელს ააცდინა და სწორ რელსებზე დააყენა" ამბობს ზარქუა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი