ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს ისტორიაში ერთადერთი, ვისაც პროპორციული არჩევნების იდეა მოუვიდა თავში - ხვიჩია

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს ისტორიაში ერთადერთი, ვისაც პროპორციული არჩევნების იდეა მოუვიდა თავში -აცხადებს "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია.

„ბიძინა ივანიშვილი არის ჩემი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“.

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი იყო ერთადერთი კაცი საქართველოს ისტორიაში, ვისაც ეს იდეა თავში მოუვიდა და ზოგადად, თქვა, მერე ეს რომ არ და ვერ განახორციელა, ამის გამო მან ცალკე კრიტიკა მიიღო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ "ფორმულას" ეთერში.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას ჯერ კიდევ 2019 წლის 20 ივნისის გავრილოვის ღამის შემდეგ დაწყებული მასიური საპროტესტო აქციების შედეგად დაპირდა და რამდენიმე თვეში გადააგდო. ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების დახმარებით, "ოცნებამ" კანონპროექტი ჩააგდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი