
ხმაური იყო წუხელ ზუგდიდში, სადაც ერთმანეთს, დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეები და პოლიცია დაუპირისპირდნენ. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამართალდამცველებმა აქტივისტებს სამხარეო ადმინისტრაციის ტერიტორიაზე, ასფალტის მოხატვის უფლება არ მისცეს.
აქტივისტებმა, კომენდანტის საათის დარღვევასთან ერთად, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუას ფოტოებით ქალაქის ცენტრში მსვლელობაც გამართეს.
როგორც აქტივისტები ამბობენ, ზუგდიდში, საპროტესტო კარავთან თითოოროლა პოლიციელი მორიგეობდა მანამ, სანამ იქ "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები ჩასვლას დაანონსებდნენ, მათი თქმით, სამართალდამცველთა რაოდენობა მხოლოდ მას შემდეგ გაიზარდა, რაც კარავში აქტივისტები დამატებით შეიკრიბნენ.
ამავე თემაზე: ზუგდიდში კომენდანტის საათს არღვევენ - დაპირისპირება პოლიციასთან