ჩვენ ვხედავთ ურბანული გენოციდს - კალაძე სპორტის სასახლესთან განაშენიანებაზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერმა, კახი კალაძემ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანება არის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი, მან ამ ტერიტორიას "ურბანული გენოციდი" უწოდა.

"შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი, ეს არის მაგალითი, როდესაც ჩვენ ვხედავთ ურბანულ გენოციდს, როგორ არ უნდა მოხდეს განაშენიანება. მემგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არავის არ მოგვწონს ის განაშენიანება, რაც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნებართვის გამცემი და ნებართვის მიმღები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო მეტ და მაღალ კორპუსს ჩადგამდა ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე", - თქვა კახი კალაძემ. 

მისი თქმით, ტყვარჩელის ქუჩის 5 ნომერში, სადაც ბარაკები მდებარეობდა, მოთხოვნა იყო, რომ მათ ნაცვლად ისევ საცხოვრებელი კორპუსები აშენებულიყო, რაც კალაძის თქმით ამ ტერიტორიისთვის დამატებითი პრობლემები იქნებოდა. კალაძის თქმით, ოჯახებთან მოლაპარაკების შემდეგ ადგილმონაცვლეობა გააკეთეს და დაახლოებით, 1 500 კვადრატული მეტრის ფართობზე სკვერი აშენდება.

კალაძის თქმით, ამ ტერიტორიაზე სკვერი ან პარკი არ არსებობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი