შინაგან საქმეთა სამინისტრო მე-4 დღეა აქტივისტებს იბარებს - ისინი ჯარიმებს არ იხდიან

გამოქვეყნდა:

"მოძრაობა საქართველოსთვის" წევრებს და იმ აქტიივსტებს ვინც დაუმორჩილებლობის მარშში მიიღეს მონაწილეობა შინაგან საქმეთა სამინისტროში იბარებენ. დაჯარიმებულები არიან მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტებიც, რომლებიც ასევე არ აპირებენ ჯარიმების გადახდას. სამოქალაქო აქტივისტები ამ სანქციებს უკანონოდ მიიჩნევენ და დაკითხვას მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით თანხმდებიან.

უწყება აქტივისტებს მეოთხე დღეა იბარებს. 

"გუშინ დარეკეს გვიან ღამით და მითხრეს, რომ დაბარებული ვარ პოლიციაში, უნდა განიხილონ ჩემი სამართალდარღვევის აქტი, ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი მისვლას, რადგან არ ვთვლი, რომ რამე დავარღვიე. გავასაჩივრებთ ყველანი ერთად და არცერთ თეთრს არ გადავიხდით", - ამბობს აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი. 

მოძრაობა "საქართველოსთვს" წევრი, ვანო მაღალაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული კანონო მხოლოდ პროტესტის ჩასახშობადაა და ისინი მას კიდევ ერაერთხელ დაარღვევენ. 

რაც შეეხება აქტივისტ, გიორგი მუმლაძეს, მან კომენდანტის საათი უკვე მე-4 დაარღვია, თუმცა განმეორებით შემთხვევაზე არა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს, არამედ კიდევ ერთხელ 2 000-ლარიანი ჯარიმა დაუწერეს.

დღეს, 10 თებერვლას, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბარებულია "ლელოს" რამდენიმე წევრიც.

9 თებერვლას შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობის აქციის 8 მონაწილე დაჯარიმდა, 19-ზე სისხლის სამართლით გამოძიება დაიწყო.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი