"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საზოგადოება პარტიაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით უახლოეს 3 დღეში ყველაფერს გაიგებს. ბაქრაძის თქმით, დღეს საზოგადოება ოპოზიციისგან სიახლეებს, ახალ ხედვას და განახლებას ელოდება.
"ევროპულ საქართველოშიც მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილება უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები, ეს მსჯელობა ჯერჯერობით მიმდინარეობს, ამიტომ, მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის პირად გადაწყვეეტილებებთან დაკავშირებითაც", - თქვა დავით ბაქრაძემ.
მისი განცხადებით, როგორიც არ უნდა იყოს შიდა პარტიული დალაგება ის გავლენას არ მოახდენს საერთო ოპოზიციონერობაზე, პარლამენტის ბოიკოტსა და საკანონმდებლო ორგანოში არშესვლის გადაწყვეტილებაზე.