"რესპუბლიკური" პარტიის წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება უბარიერო საარჩევნო სისტემას დაარეგისტრირებს, ის და თამარ კორძაია მზად არიან, პარლამენტში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.
"როცა გვესმის მეორე მხრიდან, ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემაზე, იმ შემთხვევაში თუ სხვა პარტიები მზად იქნებიან, შემოვიდნენ პარლამენტში და დისკუსია გამართონ, აქ მინდა, მე მათ მივმართო და დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ოპოზიციური პარტიებიდან გაითავისებენ ჩვენ ამ ინიციატივას - რომ წინაპირობებით არ უნდა ელაპარაკებოდეს ხელისუფლება დღეს ოპოზიციას.
თუ ის ბედავს, თავაზობს და მზად არის, შემოგვთავაზოთ ჩვენ უბარიერო პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ, რესპუბლიკელები მზად ვართ, რომ ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს 3 მოსმენით, მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა", - თქვა ხათუნა სამნიძემ TV პირველის ეთერში.
სამნიძე ამბობს, რომ ამ ამით "ქართულ ოცნებას" უნდა შეუტიონ. მისი თქმით, "რესპუბლიკელები" პარლამენტში 2 მანდატით არიან წარმოდგენილები და ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას.
"ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ყველა ვარიანტს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც განიხილავს.