საქართველოში COVID 19-ით დაინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ახალი კორონავირუსის 227 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52 პაციენტი. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, დაინფიცირებულებიდან ერთი არასრულწლოვანია. ამ ეტაპზე 35 პაციენტი ინფექციურ სავადმყოფოშია და 2-ის მდგომარება კრიტიკულია.

რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, 7 მძიმე პაციენტზე ვლაპარაკობ ბოლო რამდენიმე დღეა და 2 პაციენტი განსაკუთრებით მძიმეა. 1 პაციენტი განსაკუთრებით მძიმედან სტაბილურია უკვე სამი დღის განმავლობაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის განსაკუთრებით მძიმე აღარ არის, არის მძიმე. კლინიკაში ერთი არასრულწლოვანია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

რაც შეეხება ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში არსებულ მდგომარეობას, მათ დღეს 3 ახალი პაციენტი დაემატათ, რომელთაგან ერთი 6 წლის ბავშვია. 

კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, სამი ახალი პაციენტიდან ერთი ეროვნული ბანკის თანამშრომლის ოჯახის წევრია. სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანილი დედა-შვილი თურქეთიდან დაბრუნდა.

სამი პაციენტი დაემატა დღეს დადასტურებული დიაგნოზებიდან. ამ სამიდან ერთი არასრულწლოვანია. დედამ და 6 წლის შვილმა თურქეთის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", – აცხადებს მაკა სოლოღაშვილი.

კარანტინის რეჟიმში - 4722 ადამიანი რჩება,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი- 408 იმყოფება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი