"რესპუბლიკელები" პარლამენტში - ოპოზიცია მორიგი განხეთქილების ზღვარზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია კიდევ ერთი პოლიტიკური განხეთქილების ზღვარზე. "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის დღევანდელმა განცხადებამ ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც პარლამენტში არ შესვლით გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ, მორიგი კრიზისის პირისპირ დააყენა.

ხათუნა სამნიძე აანონსებს, რომ არ არის გამორიცხული ორი დეპუტატი, რომლებმაც მანდატი ნაციონალური მოძრაობის სიით მიიღეს, სხდომათა დარბაზში ვიხილოთ, მაგრამ რესპუბლიკელების ლიდერი წინაპირობებზეც საუბრობს.

სამნიძე და კორძაია საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთვებიან იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს.

ეს იქნება ერთჯერადი პოლიტიკური აქტი, რომელიც ქვეყანას საუკეთესო საარჩევნო სისტემას მოუტანს - ამბობენ რესპუბლიკელები, მაგრამ ამ შეფასებას რადიკალურად არ ეთანხმებიან ოპოზიციის სხვა ლიდერები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი