ვინ არიან დაკავებული ქართველები - მასშტაბური სპეცოპერაცია იტალიაში

გამოქვეყნდა:

ირკვევა, რომ იტალიაში გაშიფრული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელი კონსტანტინე მიროტაძეა. იგი, სავარაუდოდ, გაყალბებული დიკუმენტებით რესტორან "პანე ჯორჯიანოს" მთავარი მომმარაგებელი იყო.

ამასთან, დაჯგუფების წევრი იყო საფრანგეთში დაკავებული 58 წლის კანონიერი ქურდი, კახაბერ ალშიბაია, იგივე "ზუგდიდსკი" - ის 4-ჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის, ბოლოს 2015 წელს საფრანგეთში გაასამართლეს, თუმცა საპატიმროდან თავის დაღწევა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი 2000 წლიდან მოყოლებული არც მისმა მშობლებმა იცოდნენ, თუმცა დაკავებულის დედა კამერებთან ღიად ადასტურებს იმას, რომ კახაბერ ალშიბაია ქურდული სამყაროს წევრია.

აქვე გეტყვით, რომ "პანე ჯორჯიანოს" მეპატრონე, კახაბერ ცერცვაძე, "მთავარ არხს" თავად დაუკავშირდა, ადასტურებს იმას, რომ დაკავებული მიროტაძე მათი თანამშრომელი და მთავარი მომმარაგებელია. თუმცა ხელმძღვანელობდა თუ არა კრიმინალურ დაჯგუფებას, არ იცის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ იტალიელმა სამართალდამცველებმა კრიმინალური სქემის 62 მონაწილე დააკავეს, საიდანაც 55 ქართველი აღმოჩნდა.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი