
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივების საკითხი განიხილეს
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა წევრ ქვეყნებს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების თაობაზე.
მან ასევე ისაუბრა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში- ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 5 თებერვალს, ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.