საიდუმლო მოლაპარაკებები ლევან ვასაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის - რადიკალური დაჯგუფების ლიდერი პოლიტიკაში მიდის

გამოქვეყნდა:

ლევან ვასაძე პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ამის შესახებ განცხადება ვასაძის თანამოაზრემ, გურამ ფალავანდიშვილმა გააკეთა. რადიკალური დაჯგუფების წევრი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას არ გამორიცხავენ, თუმცა გულდაწყვეტილია იმ გარემოებით, რომ მმართველი გუნდის წევრები კინოთეატრებთან გამართულ აქციებში არ მონაწილეობდნენ.

„მე დავაანონსე, რომ პოლიტიკური მოძრაობა კარგია რომ აიწყოს. ამას მე დიდი ხანია ვაანონსებ. აგერ, ბატონ ლევან ჩიჩუას „ქართული იდეა“ პარტია აქვს საერთოდ და მე ჩამოვთვალე გვარები: ვასაძე, ლორთქიფანიძე, ჩაჩუა, თუ ვინმე იყო ვახსენე, იმიტომ, რომ რეალური პოლიტიკოსები, ვინც დღეს სადღაც არიან, კაციშვილი არ ჩანდა. ნუ, აღარ ვიძახი, ძიძიგური საერთოდ, რომელიც ჩოხით დადის, რატომ არ ჩანდა, ვთქვათ, გუბაზ სანიკიძე, იგივე, ნაციონალებში თუა ვინმე ვთქვათ, ვაჟკაცური, ან ოცნებაში, ან იგივე ბურჯანაძე არ მოვიდა, „პატრიოტთა ალიანსი“ არ გამოჩნდა, არავინ არ გამოჩნდა და ამიტომ მე ვთქვი, რომ აი, ვინც ვართ ჩვენ აქ მართლა და ხალხის ხმას გამოვხატავთ, რომ გავერთიანდეთ რაღაცა ხმა მაინც მოვიპოვოთ, თ სულ მომავალში ვერ მოვალთ. ივანიშვილი ჩემს თვალში არის უფრო უარესი ვიდრე, ვთქვათ, გიგა ბოკერია, იმიტომ, რომ გიგა ბოკერიას აქვს ასეთი აზროვნება,“- განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ ზნეობა დაიცავი“-სდამფუძნებელმა, გურამ ფალავანდიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ლევან ვასაძის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას, წინ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა უძღოდა. თავად რადიკალური დაჯგუფების ლიდერი ამ ფაქტს ადასტურებს, თუმცა შეხვედრის დეტალებს საგულდაგულოდ მალავს.

 ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ფარული გარიგების თემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა. მათი თქმით, ლევან ვასაძე არ გადადგამს არცერთ ნაბიჯს ივანიშვილისა და რუსეთის ნებართვის გარეშე.

„ლევან ვასაძე არ გადადგამს არანაირ ნაბიჯს, რომელიც არ იქნება შეთანხმებული ივანიშვილთან და რუსეთთან. თუ ივანიშვილმა და რუსეთმა გადაწყვიტა, რომ დღეს უკვე აქტუალურია ვასაძის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა, მათ შორის, იმისთვის, რომ მომავალშ შემდეგი არჩევნების შემდეგ უკვე ნულოვანი ბარიერის პირობებში შეიქმნას პოტენციური სატელიტური პოლიტიკური ძალა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ფორმირებისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ვასაძე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ვასაძე არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე. ის არის ერთ-ერთი მოთამაშე ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში, რომელსაც აქტიურად იყენებს როგორც რუსეთი, ასევე, ბიძინა ივანიშვილი,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა.

მისსავე აზრს იზიარებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანიც.

„ ვასაძე და ბიძინა ივანიშვილი რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან ეს ყველას ესმის, პრორუსული ხაზი ორივეში არის და ისინი არიან ასე ვთქვათ, სტრატეგიული პარტნიორები, „ - განაცხადა რატიანმა.

პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა მეუფე პეტრემაც. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სინოდიდან  მისი განკვეთა მოხდება, ის პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი