დღევანდელი, 11 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 321 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 639 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 79 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,3 მილიონზე მეტი.