კანონზე მაღლა დადგომის უფლება არავის აქვს და თუ პროკურატურის მხრიდან მოთხოვნილია გირაო, ეს უნდა გადაიხადოს, - ასე ეხმაურებიან "ოცნების" წევრები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას გირაოს არგადახდასთან დაკავშირებით.
"თავის თავზეა დამოკიდებული იქნება ციხეში თუ გარეთ. არც მე და არც ჩემს თნაგუნდელებს არავის დაჭერა უხარია. მაგრამ, როდესაც დანაშაული გაქვს, თან ასეთი მძიმე. გვახსოვს ჩვენ 20 ივნისის მოწოდებები...ასე რომ, ძალიან ცუდი იყო რაც მოხდა",- განაცხადა კახა კალაძემ.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ "ოცნება" კვლავ აგრძელებს პოლიტიკურ ვაჭრობას და ნიკა მელიას საქმეც ამის გაგრძელებაა.
ნიკა მელიასთვის პროკურატურის მიერ მიცემული ვადა ხვალ იწურება. მელიას პოზიცია უცვლელია.
მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ... - ნიკა მელია