ერთი დანაშაულისთვის ადამიანი ერთხელ ისჯება - მეუფე ნიკოლოზი პეტრე ცაავაზე

გამოქვეყნდა:

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზის ვარაუდით, ყოფილი ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს საკითხს დღევანდელ სინოდის სხდომაზე არ განიხილავენ. მისი განცხადებით, საეკლესიო წესებით ერთი დანაშაულისთვის ადამიანი ერთხელ ისჯება.

"მეუფე პეტრეზე მინდა გითხრათ, რომ არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა იმიტომ, რომ ამ ადამიანს არ დაუშავებია რაიმე ისეთი, იმის მსგავსი, რაც უკვე დააშავა. ის ძალიან ცუდად მოიქცა და ამის გამო სინოდმა მას შეუჩერა დროებით მღვდელმოქმედება. იმის მერე რაც ეს გააკეთა, მას ანალოგიური, ამის ტოლფასი დანაშაული არ ჩაუდენია და შესაბამისად, საეკლესიო წესებით, ერთი დანაშაულისთვის ადამიანი ერთხელ ისჯება მხოლოდ.

რაც შეეხება მის უკან, სინოდში მიღებას, თეორიულად ეს შესაძლებელია, მან რაც დააშავა იმის ტოლფასი სინანული უნდა გამოხატოს, რაც, ასევე არ გამოუხატავს, ამიტომ მეუფე პეტრეს საკითხი სინოდზე არ იქნება", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, წინა სინოდის სხდომიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ საპატრიარქოში მღვდელმთავრები კვლავ შეიკრიბებიან. ზუსტად უცნობია რა საკითხებზე იქნება მსჯელობა, თუმცა სავარაუდო თემებს შორის სახელდება კორონავირუსის პანდემია და ტესტირება, პეტრე ცაავას განკვეთის საკითხი და ეპარქიებში ახალი მღვდელმთავრების დანიშვნა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი