მცხეთის რაიონულ სასაამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე საქმის ერთ-ერთ ბრალდებულს, ნიკოლოზ რევაზიშვილს გამოკითხვას.
ადვოკატის განცხადებით, ნიკოლოზ რევაზიშვილის ჩვენებით დასტურდება, რომ ის უდანაშაულოა და თავდაყირა დგება ბრალდების მხარის ვერსია.
"დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. წინა სხდომაზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის დაკითხვა დავიწყეთ. დღეს ის სრულ ინფორმაციას მიაწოდებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 19 ივნისის ღამეს",- აცხადებს ადვოკატი შოთა კახიძე.
ცნობისთვის, ნიკოლოზ რევაზიშვილი წინა პროცესზე უკვე გამოიკითხა. ცნობილია, რომ შაქარაშვილის საქმის მომდევნო პროცესზე მოწმეების გამოკითხვა კვლავ გაგრძელდება.
შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა.
11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს დაუმძიმა ბრალი.