კორონავირუსის ყველაზე მაშტაბური კერა, ეროვნული ბანკის კლასტერი, დღეს კიდევ ერთი პაციენტით გაიზარდა.
ლაბორატორიულმა შემოწმებებმა კოვიდ19–ით ინფიცირება დილიდან 2 ახალ პაციენტს დაუდასტურა, აქედან ერთი სწორედ ეროვნულ ბანკთანაა დაკავშირებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის რისკ ჯგუფს არ განეკუთვნება.
ჩვენს ცენტრში საყურადღებო და პრობლემური პაციენტი გვყავს სამი, მძიმე, რომლებიც ინტენსიური თერაპიის გაყოფილებაში მკურნალობენ. მთელი დღე-ღამის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესებულა არც ერთთან, მაგრამ ჯერჯერობით პროგნოზულად სერიოზულად და მძიმედ რჩებიან. დანარჩენი სამის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, სტაბილურია და ალბათ რამდენიმე დღეში უკვე შეიძლება, რომ მძიმე პაციენტებად აღარ განვიხილოთ. ახლა ჩვენთან არის 8 საეჭვო პაციენტი, რომელსაც ჩაუტარდება ტესტირება. ამის პარალელურად, ორ კვირაში ერთხელ ხდება მედპერსონალის ტესტირება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
სულ კი ქვეყანაში ამ დროისთვის აღრიცხულია კორონავირუსის 236 შემთხვევა, საიდანაც 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ ჩამოყვანილი საქარათველოს მოქალაქეები არიან.
ამ ეტაპზე გვაქვს 236 დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ ამ 236-დან 3 დადასტურებული შემთხვევა არის შემოტანილი, 2 სომხეთიდან და 1- თურქეთიდან, ანუ რას ნიშნავს - იქ არის დადასტურებული და დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა ჩვენთან, აქედან გამომდინარე, ეს დადასტურებული 3 შემთხვევა ცალკე შემთხვევებად გამოდის, გვემატება ჩვენ სამკურნალო დაწესებულებებში როგორც რაოდენობა, მაგრამ აღრიცხვა, ჯანმოს მონაცემებით, ცალკე უნდა განვიხილოთ", – განაცხადა ეზუგბაიამ.