არასერიოზული და აბსურდულია, არავინ პოსტს არ ტოვებს - ზალკალიანი გახარიაზე

გამოქვეყნდა:

დღეს, 11 დეკემბერს მთავრობის მორიგი სხდომა ისე დაიწყო, რომ ტრადიციული გამხსნელი სიტყვით პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია არ გამოსულა. ეს "უჩვეულო" დუმილი დროში ემთხვევა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომებს, რომლებიც მის გარეშე ტარდება. ეს ფაქტი კიდევ უფრო ამყარებს გავრცელებულ ვერსიას, რომ ირაკლი კობახიძესა და გიორგი გახარიას შორის დაპირისპირებაა და შესაძლოა პრემიერმა პოსტი დატოვოს. 

მმართველ გუნდში დაპირისპირებას უარყოფენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ამ კითხვაზე პასუხზე უარი თქვა, ვიცე-პრემიერმა, დავით ზალკალიანმა კი გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდული უწოდა. 

რაც შეეხება, დავით ზალკალიანს, მან ჟურნალისტების ამ კითხვას არასერიოზული უწოდა. 

"იმდენად არასერიოზული და აბსურდული განცხადებაა, რომ მემგონი არც ღირს ამაზე კომენტარის გაკეთება. არავინ პოსტს არ ტოვებს, გიორგი გახარია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობას, ის არის ღირსეული სახელმწიფო მოხელი, მოღვაწე", - თქვა მან. 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გიორგი გახარია პოლიტსაბჭოს სხდომას მხოლოდ ერთხელ დაესწრო.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი