ათას სისულელეს იგონებთ, თითქოს მმართველ პარტიაში დაპირისპირებაა - კახი კალაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებით, მედია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, როცა ამბობს, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირებაა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ათას სისულელეს იგონებენ.

"ბოლო დღეების განმავლობაში, რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, თქვენი კონკრეტული ტელევიზიები, ცდილობთ, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, თითქოს მმართველ პარტიაში არის დაპირისპირება, რავიცი, ათას სისულელეს იგონებთ, თითქოს მე ვინმესთან ვიყო დაპირისპირებული, კობახიძესთან, კობახიძე გახარიასთან, გახარია გომელაურთან, თუმცა ამ დროს ვხედავთ იმას, რომ ოპოზიციურ რიგებში მიმდინარეობს დაშლა, ესაა რეალობა", - თქვა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ. 

 ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმა, დავით ზალკალიანმა, მან გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდული და არასერიოზული უწოდა. 

აღსანიშნავია, რომ 11 თებერვლის მთავრობის სხდომამდე პრემიერს ტრადიციული სიტყვა არ ჰქონია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი