შევედით ბრალდების მოწვეული მოწმეების დაკითხვაზე და გამოვედით დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასამართლო პროცესი დასრულდა. როგორც საქალაქო სასამართლოდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებნაც რეალურად დაადასტურეს ის, რასაც ამბობს დაცვა:

ჩვენ შევედით ბრალდების მიერ მოწვეული მოწმეების დაკითხვაზე და გამოვედით რეალურად, დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით. ასე ჩამოეშლება პროკურატურას ყველა მონაკვეთში ეს საქმე - ამბობს ნიკა გვარამია.

​ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმეებმა სასამართლოს მისცეს ისეთი ჩვენება, რომელიც დაცვის პოზიციის სისწორეს ადასტურებს და რომ ამ ტრანზაქციით რუსთავი 2-მა სარგებელი მიიღო და არა ზიანი 

რაც შეეხება პროკურორის პოზიციას, როგორც ის ამბობს, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ნიკა გვარამია ნამდვილად მივიდა პორშეს ცენტრში, პირადად აარჩია ავტომობილი და ბარტერული გზით შეიძინა, რითიც, როგორც პროკურორი ირწმუნება, რუსთავი 2 სარგებელს ვერ მიიღებდა.

"პორშე" რომ "რუსთავი-2"-ის ხარჯზე მდომოდა, პრემიად გამოვიწერდი"- ნიკა გვარამია პროკურატურის ბრალდებაზე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი