როკის გვირაბთან დაკავებული ერიკ დრულევი ქართულ მხარეს გადმოსცეს

გამოქვეყნდა:

რამდენიმე წუთის წინ, ერგნეთში, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ქართულ მხარეს გადასცა როკის გვირაბთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ერიკ დრულევი

ერგნეთში შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მის გამართვამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა. ერიკ დრულევის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას სუ-იც ადასტურებს და განცხადებას ავრცელებს. 

"ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია.

იგი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 5 თებერვალს, საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე, უკანონოდ დააკავეს.

ერიკ დრულევის უკანონოდ დაკავების მომენტიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოხდა ,,ცხელი ხაზის’’ გააქტიურება, რის ფარგლებშიც საოკუპაციო რეჟიმთან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია.

პროცესში აქტიურად ჩაერთო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.

 შეგახსენებთ, ერიკ დრულევის გათავისუფლების შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში რჩება საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი