ჯანდაცვის ექსპერტებმა ხელისუფლებას ვაქცინაციის პროცედურის შესახებ განცხადებით მიმართეს

გამოქვეყნდა:

დღეს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა, გიორგი ჩალაძემ სერგო ჩიხლაძემ და ვატო სურგულაძემ, ხელისუფლებას ერთობლივი განცხადებით საგანგებოდ მიმართეს და ვაქცინაციის პროცედურების დეტალებზე ინფორმაცია მოითხოვეს.

ჯანდაცვის ექსპერტები ხელისუფლებას სთავაზობენ მათთან თამანშრომლობას და ამბობენ, რომ საქართველომ მეგობარ ქვეყნებთანაც, მაგალითად უკრაინასთან და ისრაელთან, უნდა იმუშაოს ვაქცინის მისაღებად.

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ დააგვიანა, ჯერ კიდევ არის დრო სხვადასხვა გზით ვაქცინაციის დაჩქარებისთვის.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოსთვის დამატებით 150 ათასი დოზა ვაქცინა გახდა ხელმისაწვდომი. როგორც ტიკარაძე ამბობს, თებერვლის მეორე ნახევარში ვაქცინის პირველი მოცულობა ჩამოვა, ხოლო დანარჩენი ეტაპობრივად დაემატება:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი