ქობულეთში, 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლას იწყებს.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს, 13:00 საათზე პროკურტურასთან აპირებენ აქციის გამართვას - სახელწოდებით "ნინისთვის" - რომლის მთავარი მოთხოვნა ბავშვებსა და ქალებზე ძალადობის პრევენცია იქნება.
"საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების დროული იდენტიფიცირება", - ამბობს ომბუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე.
ცნობისთვის, საუბარია არასრულწლოვანი გოგონას სუიციდზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ სავარაუდოდ გააუპატიურეს, თუმცა მოძალადე მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.
ამავე თემაზე: