პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს - NGO-ები 100-დღიან კამპანიას აანონსებენ

გამოქვეყნდა:

"ნინის გამო" - ამ სახელწოდებით პროკურატურასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები აქციას მართავენ. საქმე ეხება ქობულეთში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ამბავს. 

შეკრებილები საზოგადოებასა და უწყებებს შეახსენებენ, რომ ქვეყანაში ქალთა და ბავშვთა უფლებები დარღვეულია, დროული და ეფექტური მოქმედება კი, ხშირ შემთხვევაში - დაგვიანებული. 

"ნინის გამო ვაპირებთ 100-დღიან კამპანიას, სერიოზული სისტემური პრობლემებია ქვეყანაში და ისინი უცბად, ერთი ხელის მოსმით არ მოგვარდება. ვითხოვთ რეფორმებს, კანონის შეცვლას გაუპატიურებაზე", - ამბობს ბაია პატარაია.

 ცნობისთვის, საუბარია არასრულწლოვანი გოგონას სუიციდზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ სავარაუდოდ გააუპატიურეს, თუმცა მოძალადე მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი