წელიწადზე მეტია, ეს კითხვებია: "როდის მიდიხართ? დღეს? ხვალ?" "ხომ არ წახვედით?" - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ჭორს უწოდებს მისი მოსალოდნელი გადადგომის ან თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრებთან არანაირი დაპირისპირება არა აქვს. 

"მე ამას ვერ ვგრძნობ, შესაძლოა, თქვენ გეჩვენებოდეთ", - ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას მმართველი გუნდის ვერტიკალსა და მას შორის დაპირისპირების შესახებ დასმულ შეკითხვას. 

"რაღაც უფრო მნიშვნელოვან თემებზე ხომ შეიძლება, ვისაუბროთ? წელიწადზე მეტია, ეს კითხვებია: როდის მიდიხართ? დღეს? ხვალ? გუშინ უკვე: ხომ არ წახვედით? ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომელიც გახდა უკვე მომაბეზრებელი"- თქვა გიორგი გახარიამ. 

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე მისი "კარგი მეგობარია" და ეს "სპეკულაცია" თითქოსდა დაპირისპირების შესახებ, უნდა დასრულდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი