Twitter-მა აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ანგარიში ჯერ დაადასტურა, კრიტიკის შემდეგ კი გააუქმა

გამოქვეყნდა:

Twitter-მა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ანგარიშს ჯერ ვერიფიკაცია მიანიჭა და ლურჯი ემბლემით აღნიშნა, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ფაქტს ძირითადად, საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებისგან კრიტიკა მოჰყვა, გვერდი საერთოდ გააუქმა. 

ამ დროისთვის ვებგვერდზე: "რუსეთის საელჩო აფხაზეთის რესპუბლიკაში", twitter-ის ემბლემაზე დაკლიკების შემდეგ მომხმარებელი სისტემას არა აფხაზეთში რუსეთის საელჩოს, არამედ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ანგარიშზე გადაჰყავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი