რუსმა ოკუპანტებმა 2009-2019 წლებში საქართველოს 3193 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

გამოქვეყნდა:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2009-2019 წლებში (29 აგვისტომდე) საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სულ დაკავებულია 3,193 საქართველოს მოქალაქე. 

მათგან 1,932 პირი დაკავებულია აფხაზეთის, ხოლო 1,261 პირი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისთვის. 

2009 წლის შემდეგ საოკუპაციო ძალები ყოველი კვირის განმავლობაში საშუალოდ 5-6 საქართველოს მოქალაქეს აკავებდნენ. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 10 ადამიანს აჭარბებდა.

დაკავებულთა უკანონო პატიმრობა ძირითადად 2-3 დღე გრძელდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც დაკავებულები გრძელვადიან უკანონო პატიმრობაში რჩებიან. 

ამ დრომდე ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმისა და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში ცხინვალის მიმართულებაზე 4, ხოლო სოხუმის მიმართულებაზე ერთი საქართველოს მოქალაქე რჩება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი