თანამედროვე ბოლშევიკები - კობახიძე "სახელმწიფოსა და ეკლესიის მტრებზე"

გამოქვეყნდა:

"თანამედროვე ბოლშევიკები" - ირაკლი კობახიძე ასე მოიხსენიებს მისივე თქმით, "სახელმწიფოსა და ეკლესიის მტრებს".

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ფეისბუქ პოსტს აქვეყნებს, სადაც გიორგი მერჩულესა და ილია ჭავჭავაძის სიტყვებს იშველიებს და წერს, რომ "კონკრეტული ძალები" ებრძვიან ენას, მამულს და სარწმუნოებას:

თანამედროვეობის ბოლშევიკები არიან ადამიანები, რომლებმაც გაასხვისეს ჩვენი ქვეყნის ორი ისტორიული კუთხე, ასხვისებდნენ დავით გარეჯს, დღეს კი ამ ყველაფრის თანამონაწილეობაში ბრალდებულებს გმირებადაც კი რაცხავენ. თანამედროვე ბოლშევიკები არიან ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად შეურაცხყოფენ ქართულ ენას და ამკვიდრებენ ბილწსიტყვაობას, როგორც ამ შეურაცხყოფის ყველაზე მძიმე ფორმას. თანამედროვე ბოლშევიკები არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე უკადრებელი შინაარსითა და ფორმით მტრობენ და შეურაცხყოფენ დედა ეკლესიას და მის წინამძღოლს." წერს კობახიძე.

გადაყენებული სპიკერი დარწმუნებულია, რომ "სახელმწიფოსა და ეკლესიის მტერ" პოლიტიკურ ძალებსა და მედიასაშუალებებს "ქართველი ხალხი საკადრისად შეაფასებს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი