სუიციდი ქობულეთში - პროკურატურამ დაკავებულს ბრალი დაუმძიმა 

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვანი გოგონას სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს, ბრალი დაუმძიმა. დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც დაიწყო.

საუბარია ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რის ერთერთ მიზეზად წარსულში, მისი გაუპატიურება სახელდება. 

სამართალდამცავებმა ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა" ნათქვამია
პროკურატურის ინფორმაციაში.

საგამოძიებო უწყება გარდაცვლილის მიმართ, შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც აგრძელებს გამოძიებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი