ვიღებ პაუზას - დავით ბაქრაძე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე აღარ იქნება 

გამოქვეყნდა:

მივიღე გადაწყვეტილება, რომ ევროპული საქართველოს მომავალ ყრილობაზე, რომელიც გაიმართება არაუგვიანეს მაისისა, ამ ყრილობაზე არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე" განაცხადა დავით ბაქრაძემ და ამის მთავარ მიზეზად პარტიის განახლების საჭიროება დაასახელა.

გარდა ამისა, ბაქრაძე ამბობს, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას არჩევნების ცუდი შედეგების გამო და აღარ წარადგენს საკუთარ თავს თავმჯდომარედ.

ბაქრაძემ პარტიის სხვა ლიდერებზეც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ გუნდმა პასუხისმგებლობა მათაც უნდა აიღონ.

მისივე თქმით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. როგორც ბაქრაძემ თქვა მაისის შემდეგ ის იღებს პაუზას, თუმცა არ მიდის პოლიტიკიდან 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი