ქობულეთის ტრაგედიის გაგრძელება - შვილმკვდარ დედას შვილის ცხედართან არ უშვებენ 

გამოქვეყნდა:

ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის უმძიმესი გაგრძელება. 14 წლის გოგონას დედას, რომელიც საქართველოში შვილის თვითმკვლელობის შემდეგ დაბრუნდა, ოჯახი ცხედართან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

მერი რომანაძე ამტკიცებს რომ მოძალადის დასჯის ნაცვლად, ოჯახი ბავშვს გაუპატიურების ფაქტის დამალვას აიძულებდა, რის გამოც გოგონა ოჯახური ძალადობის მსხვერპლიც გახდა.

ოჯახთან ერთად მომხდარზე პასუხისმგებლობას შვილმკვდარი დედა სოციალურ სამსახურს და სამართალდამცველებს აკისრებს, რომლებსაც დედის თქმით არც კი უცდიათ საქმის გამოძიება და დამნაშავის დაკავება.

უფლებადამცველები ქვეყანაში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობენ. კამპანია ძალადობის წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით მთელი ქვეყნის მასშტაბით 100 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ქობულეთის ტრაგედიაზე დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს კი პროკურატურამ დღეს ბრალი დაუმძიმა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი