დაუმორჩილებლობა ქუთაისში - ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, აქტივისტები მსვლელობას იწყებენ

გამოქვეყნდა:

ვადა, რომელიც ქუთაისში, სამოქალაქო აქტივისტებმა შსს-ს მისცეს, ამოიწურა. დაკავებული 6 ადამიანი კი ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები დაპირებისამებრ ქალაქის ქუჩებში მსვლელობას იწყებენ და კომენდანტის საათს დემონსტრაციულად არღვევენ. დაუმორჩილებლობის მარშის მონაწილეები ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ქართული ოცნების ოფისისკენ მოაწყობენ მსვლელობას.

ვითარება კი ქუთაისში საღამოს 6 სააათისკენ დაიძაბა, როდესაც სამოქალაქო აქტივისტებმა ქალაქის მერიასთან მიმდინარე აქციის დროს, ქალაქის მერსა და გუბერნატორთან მოითხოვეს შეხვედრა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი