"გირჩი-მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკური დაუმორჩილებლობის და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად ბარს ხსნის.

"ჯაფარასთან"  - ხვალ, 13 თებერვალს - 19 საათზე გაიხსნება და კომენდანტის საათის დროსაც იმუშავებს.

"13 თებერვალს, აღმაშენებლის 45-ში იხსნება ბარი "ჯაფარასთან". ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. შესაბამისად, ბარი იმუშავებს ღამის საათებშიც. ბარი იმუშავებს მხოლოდ ქეშზე.
გახსნა დაგეგმილია 19:00 საათისთვის. გეპატიჟებით ყველას, ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა",
- ნათქვამია Facebook- ივენთის ტექსტში . 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით რესტორნები გარე სივრცეში მომხმარებლების მიღებას 15 თებერვლიდან შეძლებენ, მიუხედავად ამისა, ყველა შეზღუდვა ისევ იმოქმედებს შაბათ-კვირას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი