"მონებო, ძირს კორუმპირებული ჩინოვნიკები" - ქუთაისში აქტივისტებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს.
დაუმორჩილებლობის მარშის მონაწილეებმა კომენდანტის საათი მას შემდეგ დაარღვიეს, რაც შსს-სთვის მიცემული ვადა ამოიწურა და დაკავებული აქტივისტები არ გაათავისუფლეს.
აქცია-მსვლელობის მონაწილეები მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ და ამჯერად თანამებრძოლების გასათავისუფლებლად ხელიუფლებას ვადა ხვალამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყება დააანონსეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 იანვარს, ვითარება ქუთაისში საღამოს 6 სააათისკენ დაიძაბა, როდესაც სამოქალაქო აქტივისტებმა ქალაქის მერიასთან მიმდინარე აქციის დროს, ქალაქის მერსა და გუბერნატორთან მოითხოვეს შეხვედრა. აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს.