გუშინ, 12 თებერვლას ქუთაისის მერიასთან, საპროტეტსო აქციაზე დაკავებული 6 მონაწილის სასამართლო დღეს გაიმართება. ჩხუბი და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებს არც მერი და არც გუბერნატორი არ შეხვდა, აქტივისტებმა კი შენობაში შესვლა თავად გადაწყვიტეს.
სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობა - ასე აფასებენ გუშინდელი აქციის მონაწილეები მომხდარს. ისინი ამბობენ, რომ პოლიციამ მათთან მიმართებაში არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
"ამ ქალაქისთვის პირველი შემთხვევაა, რომ ასე მოეპყრო ადამიანებს პოლიცია და საერთოდ, ზოგადად ხელისუფლება, ალბათ ამას ახსნაც არ სჭირდება და მთელი საქართველო დაინახავდა, რომ ეს იყო მართლაც ვანდალიზმი და საშინელი მოპყრობა, ვის საიდან იპარავდნენ და ვის საიდან ურტყამდნენ, მე, მაგალითად, რომ წავიქეცი ზემოდან იმდენმა ადამიანმა გადამიარა ვეღარც გავიგე", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ექვსივე დაკავებული უნდა გაათავისუფლონ და რომ ისინი აქციებს არ შეწყვეტენ.
ჯერ უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე დაკავებულებთან დაკავშირებით.