ქობულეთი 14 წლის მოზარდს, რომელმაც რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა, დღეს დაკრძალავენ. დაღუპული მოზარდის დედა, რომელიც თურქეთიდან გუშინ დაბრუნდა, პანაშვიდს არ ესწრებოდა, თუმცა დაკრძალვაზე მისვლას აპირებს.
"სულ ბოლოს, მილიციაში დაკითხვაზე ძალიან ბედნიერი ყოფილა. გულჩათხრობილი ბავშვი იყო. გუშინ გავიგე, უთქვამს, ძალიან მიხარია დედიკოსთან მივიდვარო. მაგრამ, რატომ გადაწყვიტა, რა მოხდა, არ ვიცი. ასე ვიცი, რომ ფეისბუქზე ჰქონდა მიწერ-მოწერ".- აცხადებს გარდაცვლილი მოზარის დედა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდის დედას დაკრძალვაზე მისვლას სუიციდის მსხვერპლის ბაბუა და ბიძები უკრძალავენ.
ქობულეთის ტრაგედიაზე დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს კი პროკურატურამ გუშინ ბრალი დაუმძიმა. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო მისთვის აღმკვეთ ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
თეა ვაშალომიძე