ქუთაისში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი დღეს, სხვადასხვა დროს გაიმართება. ექვსიდან ორი დაკავებულის პროცესი უკვე დაიწყო, ის დისტანციურ რეჟიმში ტარდება, ასევე ჩატარდება სხვა სასამართლო პროცესებიც.
იმის მიუხედავად, რომ პროცესი ონლაინ-რეჟიმში ტარდება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან რჩებიან დაკავებული აქტივისტების მეგობრები, "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები.
"აქ დავრჩებით, სანამ არ გაათავისუფლებენ და თუ გაჭიანურდება, შესაბამისად, აქციებს გავაგრძელებთ", - ამბობს აქტივისტი, "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი კახა კვეკვესკირი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიასთან 6 აქტივისტი გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. ისინი მერიასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ.