ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის ბიჭს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება საქმეზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. წინასასამართლო სხდომა კი 6 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
საუბარია ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რის ერთერთ მიზეზად წარსულში, მისი გაუპატიურება სახელდება.
სამართალდამცავებმა ბრალდებული ნ.ტ. 2021 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა.
დანაშუალი სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.