
"უი რას მელაპარაკებით?! პირველად მესმის თქვენგან, აუცილებლად გადავამოწმებ", - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას მის შესაძლო გადადგომაზე.
თურნავამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილებას არა მედია, არამედ პრემიერი იღებს და მისგან მსგავსი შეტყობინება არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ მედიაში ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირებაა. ერთ-ერთი ვერსიით, გუნდს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირების გამო ტოვებს, თუმცა ამ ინფორმაციას თავად გახარია უარყოფს.