პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ იყო - 14 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ბათუმში, 14 წლის გოგოს სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველბი არ ჰქონდა. მისი განცხადებით, სახელმწიფო უწყებების შეცდომები დაკავებულ ბრალდება.

"პატიმრობის გამოყენებისათვის არ არსებობდა არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები. ბრალდების მხარეს რომ ჰქონოდა დასაბუთებული ვარაუდის დონეზე მტკიცებულებათა სტანდარტი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს წარუდგენდნენ ბავშვის გარდაცვალებამდე, ვინაიდან გარდაიცვალა ბავშვი, რომელსაც სხეულზე ჰქონდა დაზიანებები, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, საგამოძიებო ორგანოებმა სათანადო ყურადღება არ მიაქციეს ამ გარემოებას, სახელმწიფო ინსტიტუციებმა არ მოახდინეს ჩართულობა", - ამბობს დაკავებულის ადვოკატი.

მისი თქმით, ბრალდების მხარე ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუციების არაკომპეტენტურობა და მიკერძოებულობა დაკავებულის ბრალია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმის სასამართლომ 14 წლის გოგოს სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 6 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი