
პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას განცხადებით, კვირას თბილისში, ბათუმსა და თელავში აქციები ჩატარდება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კურორტ ბახმაროზე ჰესის მშენებლობის შეჩერებაა. აქციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ხელი მოაწერონ პეტიციასაც და სოლიდარობა გამოუცხადონ ადგილობრივებს.
აქცია სამივე ქალაქში 3 საათზე დაიწყება:
"კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე, მდინარეებზე ბახვისწყალსა და მის შენაკად ბაისურაზე დაგეგმილია ჰიდროელექტროსადგურეს მშენებლობა. სამშენებლო ტერტორია მთლიანად მოქცეულია უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში. ჰესის მშენებლობა კურორტის ტერიტორიაზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მდინარის ხეობას, არამედ კურორტ ბახმაროსა და რეგიონის მდგრად განვითარებას. პროცესი მიმდინარეობს მოსახლეობის და საზოგადოების სათანადო ინფორმირების ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე", - წერია პეტიციაში.
ხელმომწერები მოითხოვენ:
პეტიციის ავტორია გარესმოსდაცვითი ორგანზაცია ''ეკოს" წევრი, ირმა გორდელაძე.