ქუთაისში ყაჩაღობის დროს დაშავებული 73 წლის კაცი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.
ექიმის თქმით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მას სხეულის 23 პროცენტი აქვს დამწვარი, ასევე აღენიშნება თავის დახურული ტრავმა, გულმკერდისა და სახის დაჟეჟილობა.
შეგახსენებთ, კაცი დღეს დილით საკუთარ სახლში დააყაჩაღეს. სამმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა მას ფული მოსთხოვა, უარის შემდეგ კი უთოთი აწამეს. ყაჩაღებმა სახლიდან მოხუცის კუთვნილი სანადირო თოფიც წაიღეს. მომხდარზე დაწყებილია გამოძიება.
ირაკლი ვაჩიბერაძე, ნინა მაჩაბელი