
ძალაულფებისთვის ბრძოლა სახელისუფლებო კულუარებში კულმინაციას აღწევს. ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ მინისტრი ერთმანეთს უკვე ულტიმატუმების ენით ესაუბრებიან. არავისთვისაა ახალი, რომ ირაკლი კობახიძეს პრემიერის სკამზე გახარიას ხილვა არ სურს.
მაგრამ - არც გახარიაა იოლი ნადავლი, მით უმეტეს, რომ სახელისუფლებლო იერარქიაში საკუთარი კადრები საკმარისზე მეტად ყავს ჩანერგილი. გულხელდაკრეფილი არც კობახიძე ზის, სახელმწიფო მანქანა ახლა პრემეირის წარსულსა და აწმყოს სწავლობს, ერთადერთ მიზნით, რომ ოცნების ახალ ლიდერს მისი მომავლის განსაზღვრა გაუადვილოს.
ივანიშვილის წასვლის შემდეგ, რომ გახარიამ პარტიის მემკვიდრეს ბოიკოტი გამოუცხადა და კობახიძის სხდომებს დემონსტრაციულად არ ესწრება, ეს უკვე ფაქტია. "მთავარი არხისთვის" ცნობილია, იმ შეხვედრის დეტალებიც, რა დროსაც კობახიძემ პრემიერს გადადგომა მოსთხოვა, თუმცა, გახარიასგან უარი მიიღო.
არადა, პარტიის თავმჯდომარე მთავრობის მეთაურის შემცვლელად, ჯერ მაია ცქიტიშვილის კანდიდატურას მოიაზრებდა, შემდეგ კი თავადაც მოისურვა. პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა - კობახიძემ გახარიას წასვლა, ჯერჯერობით, ვერ აიძულა.
ავტორი: დეა მამისეიშვილი