"ოცნების" სათადარიგო გეგმა - კოდური სახელწოდება "ნაცების დასასრული"

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ ახლა აქტიურად მუშავდება გეგმა - კოდური სახელწოდებით - ნაცების დასასრული. ამ გეგმის მიხედვით ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების მანდატებს სხვებს გაუნაწილებენ და "ოცნებისთვის" მიუღებელ პოლიტიკურ ძალებს გარკვეული პერიოდით საერთოდ ჩახსნიან. მოკლედ, სქემა ერთი შეხედვით აბსურდულია, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ჯგუფებმა შექმნეს და არც ის უარყვეს, რომ ახლა ოცნებასთან კონსულტაციები აქვთ, რომ ცვლილებები კონსტიუტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანონ.

ამზადებს თუ არა ერთპარტიული პარლამენტი ახალ პოლიტიკურ ხაფანგს და რამდენად შესაძლებელია საკანონმდებლო ორგანომ ამ ინიციატივის განხილვა დაიწყოს.დეტალების გასარკვევად ქართული ოცნების დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში მივაკითხეთ.კანონმდებლების ნაწილმა კითხვას თავი აარიდა და ჩვეულ სტილს მიმართა. 

დოკუმენტში ვკითხულობთ,რომ პროპორციულ კენჭისყრაში მონაწილეობას და შემდგომ უკვე პარლამენტში შესვლას ვერ მოახერხებენ პარტიები, ვისი საარჩევნო სიაც ანულირებულია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი